რეზონანსი
06.12.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.

„ბევრი ჩვენი ევროპული პარტნიორი და ევროპელი ლიდერი, მათ შორის ვიქტორ ორბანიც, ბევრად უფრო მოსურნეა ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის, ვიდრე რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც დგას და დილიდან საღამომდე თავის ქვეყანას ვნებს და ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ლანძღავს. ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად სალომე სამადაშვილს ამაღი ღრმად ვარ დარწმუნებული. ნებისმიერი მხარდაჭერა, განსაკუთრებით უნგრეთის მთავრობის ამგვარი ცალსახა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული გზისა, არის შეუფასებელი. ვიქტორ ორბანი სამიზნეში არის ამოღებული და ეს უხერხემლო პოლიტიკოსები მას ასე უშვერად ლანძღავენ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×