რეზონანსი
07.12.2023

იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სამი-ოთხი პროცენტი.

„რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში რეალურად დღესაც არის სადღაც სამი-ოთხი პროცენტი. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას. ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, რომელსაც უბრალოდ ვასრულებთ. შესაბამისად ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×