რეზონანსი
08.12.2023

გიორგი გახარიას სკანდალურმა აღიარებამ ქართულ ოცნებაში პანიკა გამოიწვია. ყოფილი პრემიერმინისტრი პირდაპირ აცხადებს რომ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დირექტივები გახდა, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კულუარებიდან განაგრძობდა ყველას მართვას. ოლიგარქზე ღია შეტევის შემდეგ ერთ დროს სუპერძალოვანი მინისტრი დღეს ხელისუფლებისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრული პოლიტიკოსია, რომელიც იტყუება და ზღაპრების შეთხზვით არის დაკავებული. ვიდრე ოცნება ყოფილი პრემიერის დისკრედიტაციას ცდილობს, გიორგი გახარია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხილებას განაგრძობს, თუმცა ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას ვინ გასცა 20 ივნისს აქციის მონაწილეების დარბევის ბრძანება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×