რეზონანსი
09.12.2023

ნიკა მელიამ თვის მიღწევებს კიდევ ერთი მარცხი დაუმატა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ, ყოფილ თავმჯდომარეზე საუბრისას განაცხადა.

„გახსოვთ, მისი დაპირება იყო, რომ ჯარიმას არ გადაიხდიდა და გადაიხადა. პარლამენტში არ შევიდოდა და შევიდა. ახლა ამბობდა, რომ პარტიიდან არ წავალ, ვერ გამრიცხავთ; წავიდა, გარიცხეს. არავითარი ნდობა მის მიმართ, როგორც ლიდერის, პოლიტიკოსის არ არსებობს. ეს ყველაფერი მან გაფლანგა. უკვე ძებნაშია, თუ რომელ პოლიტიკურ სადგურში გაჩერდება. ძალიან გაჭირდება, რომ მან რაიმე სერიოზული პოზიცია მოიპოვოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

პატიმარი სააკაშვილის პარტიაში დიდი გაუგებრობაა. პარტია დღითი დღე იშლება. „ნაციონალური მოძრაობა" 100-ზე მეტმა წევრმა უკვე დატოვა. პარტიიდან წასულები არა ფორმალურ მმართველობაზე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარე, განსხვავებულ აზრის წინააღმდეგია. პარტიის ნგრევის პარალელურად, ფორმალური თავმჯდომარე ამერიკულ ვოიაჟს განაგრძობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×