რეზონანსი
09.12.2023

დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მრავალი წელია ვითხოვ და მივესალმები. დეზინფორმაცია არის მავნებელი, ცუდი და დამანგრეველი ქვეყნისთვის. დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ საქართველო გამოეყენებინათ მეორე ფრონტად და კანდიდატის სტატუსი სწორედ ზეწოლის მექანიზმი იყო.

„იმ განცხადებების გამო, რაც ჩვენ გავაკეთეთ და იმ სიმართლის გამო, რაც ხალხს ვუთხარით, ხალხმა დაინახა, რომ აქ ისე არ არის საქმე, როგორც ლამაზად გვიფუთავენო, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება დღეს რუსეთის მხარეს დგას და მოძმე უკრაინას არ ეხმარებაო. ყველა მიხვდა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა ასე ადვილად ვერ მოხდებოდა. აქ უკვე გარდამტეხი მნიშვნელობა მოახდინა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში და ამის შემდეგ გადაწყვეტილებები დავიდა ობიექტურ მოცემულობამდე", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

8 ნომებერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, 15 დეკემბერს მიიღებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×