რეზონანსი
10.12.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანმა განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, ყველგან სადაც მიუწვდება ხმა ლობირებს, რომ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე უკრაინისთვის და მოლდოვასთვის მოლაპარაკებები გაიხსნას.

„მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ სტატუსს მივიღებთ და არ მგონია ამ თვალსაზრისით რამე შეფერხება შეიქმნას.

რაც შეეხება უკრაინისთვის მოლაპარაკების გახსნას, მე მგონია, რომ საქართველო მოლდოვა-უკრაინისთვის არ უნდა დაეშორებინათ და იმთავითვე ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა. თუმცა, ახლა ჩვენ მოგვანიჭებენ სტატუსს და მიუხედავად ამ განცხადებებისა, მგონია, რომ უკრაინასაც გაუხსნის მოლაპარაკებებს და ეს არის სწორი. საქართველოს ხელისუფლება, მისი პოლიტიკური სპექტრი ყველგან სადაც მიუწვდება ხმა ლობირებს, იმას რომ მოლაპარაკებები გაიხსნას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის“, - განაცხადა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×