რეზონანსი
20.02.2024

მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს აქ, ბრიუსელში. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, ძალიან მალე. ძალიან სწრაფად შევუდექით მუშაობას, ძალიან სწრაფი ტემპით, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს. მას ასევე მოაქვს დივიდენდები - არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს, იმისთვის რომ ევროკავშირის და 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე დაიდოს შედეგები და სამოქმედო გეგმის შესრულება - იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისთვის რომ საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს", - განაცხადა ვარჰეიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×