რეზონანსი
21.02.2024

პარლამენტი მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. „საარჩევნო კოდექსში ცვლილებები" წინააღმდეგობაშია, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან" - ასე განმარტა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება და ვეტო დააანონსა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს ანტიევროპულს უწოდებს.

„არაერთხელ ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ფორმალური პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვეტოს იყენებს იმისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, რომ შენიშვნები ჰქონდეს პირველ რიგში სამართლებრივი კანონპროექტთან, არამედ იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესები დაიკმაყოფილოს და მისი პატრონების.

სამწუხაროდ, ჩვენ არც მოველოდით სხვა გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ვეტო დაძლეული იქნება იმიტომ, რომ ჩვენ დავძლევთ არა მხოლოდ ამ კანონპროექტზე დადებულ ვეტოს სავარაუდოს, რომელიც მან განაცხადა, არამედ დავძლევთ ნებისმიერ ვეტოს და ნებისმიერ პროვოკაციას, ნებისმიერ იმ ნაბიჯს, რომელიც შეეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ევროინტეგრაციას. ანტიევროპული თუ რამეა, ეს არის ზურაბიშვილის განცხადებები," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პროცედურულად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას - შესაბამისად, მმართველ გუნდს მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა ჰყავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×