რეზონანსი
21.02.2024

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე რომ ტვირთები ევროპაში გავიდეს საქართველოს გავლით და არა იმაზე რომ ტვირთებმა გვერდი აგვიარონ, - განაცხადა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

„როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა - საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა, ხვალ შეიძლება ჩინეთის დასუსტებისთვის საჭირო გახდეს, თუნდაც ის, რომ ჩაიკეტოს ჩინეთისთვის ყველა გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არ არის მარტო ჩინეთის, გარკვეულწილად ეს არის ევროპის დასუსტების მცდელობაც.

ჩვენ გვახსოვს, ვიდრე დაიწყებოდა ღაზას სექტორში ომი, მანამდე იყო ახალ გზაზე საუბარი, რომელიც ინდოეთის, არაბეთის ქვეყნების, ისრაელის გავლით გავიდოდა ევროპაში. მაშინ ქართული ოპოზიცია აქ გაყვიროდა, რომ ჩვენ შუა დერეფანი არ უნდა განვავითაროთ იმიტომ, რომ ეს თურმე ხელს უშლის ამერიკულ თუ დასავლეთის გეგმას, რომელიც ინდოეთიდან, ისრაელის გავლით ტვირთების გატარებას ემსახურება. სინამდვილეში რა გამოდის, ჩვენი ოპოზიცია ზრუნავს არა იმაზე, საქართველოსთვის რა იქნება მომგებიანი, არამედ იმაზე, რა არის ვიღაც სხვისთვის მომგებიანი, თუნდაც ის სხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტვირთებმა გვერდი აგვიარონ, არამედ იმაზე, რომ ტვირთები გავიდეს საქართველოს გავლით. ვთქვათ ის გზა რომ გაკეთდეს და ღმერთმა ქნას, გაკეთდეს, ეს რატომ უშლის იმ გზას, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს? ჩვენ იმდენად პატარა ეკონომიკა ვართ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გატარებული ტვირთების ღირებულების 2%-იც რომ დარჩეს ქვეყანაში, უმდიდრესები ვიქნებით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×