რეზონანსი
21.02.2024

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელებს, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები ექვს ფიზიკურ პირს შეეხო. გაიყინა მათი ქონება და სანქცირებულ პირებს აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა. 

გარდა ამისა, სამინისტრო ნავალნის გარდაცვალების ღიად გამოძიებასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს. 

ნათელია, რომ რუსეთის მთავრობა ნავალნის ხედავდა, როგორც საფრთხეს და მათ რამდენჯერმე სცადეს მისი გაჩერება. ФСБ-ს აგენტებმა ის "ნოვიჩოკით" 2020 წელს მოწამლეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებების გამო და არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს", - წერს ბრიტანეთის საგარეო. 

სანქცირებული პირების სია ასე გამოიყურება: პოლკონვიკი ვადიმ კონსტიანტოვიჩ კალინინი - კოლონიის ხელმძღვანელი; ვიცე-პოლკოვნიკი კორჟოვი სერხი მიკოლაიოვიჩი - უფროსის მოადგილე; ლეტენტანტი პოლკოვნიკი - ვასილ ოლექსანდროვიჩ ვიდრინი; პოლიტიის ლეიტენტანტი, პოლკოვნიკი ვოლოდიმირ ივანოვიჩ პილიპჩიკი - უფროსის მოადგილე; ლეიტენანტი პოლკონვიკი ალექსანდრე ვოლოდიმეროვიჩ გოლიაკოვი - უფროსის მოადგილე; პოლკოვნიკი ალექსანდრე ვალერიევიჩ ობრაზცოვი - უფროსის მოადგილე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×