რეზონანსი
23.02.2024

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაუკავშირდეს სასამართლო რეფორმას.

„პირდაპირ გეტყვით, რომ პროექტს, რომელსაც წარმოადგენს და ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას მაშინ, როდესაც დღევანდელი სასამართლო მათი შექმნილია და მერე „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა. ეს მანკიერებები რაც არის, მათი შექმნილია. განსაკუთრებით იმის მერე არ აქვთ უფლება რომ ამ სფეროს გაეკარონ, მათ გასულ წელს „ოცნებას“ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაკომპლექტებაში, ამის შემდეგ საერთოდ „ნაცმოძრაობამ“ სასამართლო რეფორმაზე არც უნდა ილაპარაკოს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×