რეზონანსი
23.02.2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით.

"ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ძლიერ და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, დაიცვას თავისი ხალხი, მისი ქალაქები და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და დააბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთსა და მისი ხელმძღვანელობას ეკისრებათ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობა ომზე და მის გლობალურ შედეგებზე, ასევე ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე.

"ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×