რეზონანსი
24.02.2024

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მეტი გვინდა და არ გვაკმაყოფილებს დღეს არსებული ვითარება, ამიტომაც იყო, რომ ირაკლი კობახიძემ ელჩთან შეხვედრაზე სწორედ ის ვითარება აღწერა, რაც დღეს არსებობს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ამ ვითარების აღწერის მიზანი იყო სწორედ ის, რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად და პრაქტიკულად უფრო ხელშესახები გახდეს საქართველოსთვის", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×