რეზონანსი
24.02.2024

„ჰოსტომელის" აეროპორტისთვის ბრძოლას აღარ გავიხსენებთ, როგორც ყველაზე ბნელ მომენტს ჩვენს ისტორიაში, არამედ, როგორც ახალი ეპოქის დასაწყისს უკრაინისა და მთელი ევროპისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით მემორიალური ცერემონიის დროს განაცხადა.

„ჩვენ აქ ვართ, რათა გითხრათ, რომ ევროპა დაგეხმარებათ, ვიდრე დაგჭირდებათ. იქნება ფინანსური მხარდაჭერა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი წვრთნა ჯარისკაცებისთვის, მეტი საჰაერო თავდაცვა და მეტი ინვესტიცია ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს აეროპორტია, არ არსებობს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ კანადის, ბელგიისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები. დღეს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გეგმავს „დიდი შვიდეულის" ლიდერების ვიდეკონფერენციის მოწყობას, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×