
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის მიერ დაპირებული საარტილერიო ჭურვების მხოლოდ 30% მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
"ევროკავშირის მიერ დაპირებული მილიონი ჭურვიდან 50% კი არა, სამწუხაროდ, [მხოლოდ] 30% მივიღეთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ასევე განაცხადა კვირას, რომ უკრაინისათვის დაპირებული დასავლური იარაღის ნახევარი დაგვიანებით იყო მიწოდებული.
"ამჟამად, ვალდებულების აღება არ არის მიწოდების სინონიმი, [ამ] ვალდებულებების 50% დროულად არ იყო მიწოდებული", - აღნიშნა მან