რეზონანსი
28.02.2024

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა.

„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი, იმას (სავარაუდოდ დამნაშავეს) ეძებენ“, - აცხადებს მეზობელი.

ცნობისთვის, წინუბანში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი მოკლული დღეს დილით, სახლთან ახლოს იპოვეს.

გოგონას დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამეძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×