რეზონანსი
28.02.2024

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„მთავარი არის ის, რომ ჩვენ საკითხი ერთობლივად დავძარით და ვთქვით, რომ არ ვართ კმაყოფილი იმ დინამიკით, რომელიც დღეს არსებობს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და თანამშრომლობა. აშშ-ის ელჩმა ეს ძალიან კარგად და პოზიტიურად აღიქვა და თქვა, რომ მასაც ეს გეგმები აქვს, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და დინამიკა გააქტიურდეს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ორივე ქვეყნის ინტერესები თანხვედრაშია და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხებზე. აშშ სიფრთხილით უდგება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და ჩვენ ეს ზოგადი პოლიტიკაც უნდა მივიღოთ მხედველობაში. მეორე მხრივ, არსებობს გამოსავალი და გზები, რომლებზეც დღეს ელჩმაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ცდილობს მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ. ეს საკითხიც არის დაძრული და თუ ვერ მოხერხდება სრულყოფილი ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება, ის მაინც იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტული მიმართულებებით, რომლებიც საინტერესოა ჩვენი მწარმოებლებისთვის, იყოს უფრო თავისუფალი შეღწევადობა ამერიკულ ბაზარზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×