რეზონანსი
28.02.2024

როდესაც ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბარი, აქ მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ იგულისხმება. ევროკავშირი უფრო ფართოდ უყურებს ამ საკითხს და, რა თქმა უნდა, საქართველო არის ის ადგილი, სადაც მშვიდობა მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოებაზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის მომავალ წევრს.

„ახლა, როდესაც ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დატვირთვა აქვს საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების კონტექსტში და ესეც არის აღნიშნული. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ახალი კანდიდატი ქვეყნები, ევროკავშირის მომავლის კონტექსტში განიხილებიან და განიხილებიან, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×