რეზონანსი
29.02.2024

სალომე ზურაბიშვილსგან არაფერია გამორიცხული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ჭკუაზე რომ გაივლის ევროპარლამენტი და ასეთ რეზოლუციას მიიღებს, ეს არის სამწუხარო. ვიცით, რომ ევროპარლამენტარების უმეტესობისთვის ფოტიგას ცვლილება სიურპრიზი აღმოჩნდა. ამიტომ, ასეთი ევროპარლამენტარების ჭკუაზე არ უნდა დადიოდეს ამხელა ინსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილისგან კი, არაფერს გამოვრიცხავთ. მას რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. თუმცა, მისი გადაწყვეტილება მისთვისვე მძიმე იქნება, რადგან სააკაშვილის შეწყალებით თავის თავზე აიღებს იმ უმძიმეს ტვირთს, რაც სააკაშვილს აქვს. ის შეწყალებით შეეხიდება და „ვივამედში" დაჯდება ამ გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება მისი მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას, მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია, საკუთარ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, უცხოეთში საკუთარი სახელმწიფო გააშავა, მისი სიტყვები არაფერს აღარ ნიშნავს. ის ფორმალურ პოზიციას ინარჩუნებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის. მისგან არაფერია გამორიცხული, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, რამდენად მძიმე ტვირთს აიღებს საკუთარ თავზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×