რეზონანსი
29.02.2024

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

დედაქალაქის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი.

„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა. წინა მმართველობა, რაც მოსახლეობისთვის უბედურების მომტანი იყო, ინიღბებოდა დემოკრატიით, ხალხს ამას აჯერებდნენ. ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×