რეზონანსი
29.02.2024

ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოცენებული „ლუზერები", რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. განაცხადა

მისივე თქმით, ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო „ვისაც ხალხის მხარდაჭერაზე ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს ეს სალომე ზურაბიშვილია".

„არ ვიცი, ვინ რა გაერთიანებას აპირებს, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, ვისმენთ განცხადებებს, რომ ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები, თუ გადახედავთ მათ აწმყოს, წარსულს, არიან „ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოცენებული „ლუზერები", რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ. ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს ეს სალომე ზურაბიშვილია. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, გაერთიანებულები იქნებიან, თუ ცალკე, მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება იქნება, როგორმე გადალახოს საარჩევნო ბარიერი",- აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×