რეზონანსი
01.03.2024

ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის საჭიროება გასული დღეების განმავლობაში უკვე თვალნათელი იყო.

როგორც ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა, ეს იყო საკმაოდ ხმაურიანი პროცესი და ფაქტობრივად, პრემიერმა პრობლემა ერთი შეხვედრის შედეგად დაალაგა და გადაწყვიტა.

„მე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძემ იმდენად დეტალურად ახსნა და ისაუბრა საკადრო ცვლილების ფაქტთან დაკავშირებით, რომ მეც მისი ნათქვამის გამეორება გამომივა. თავისთავად საჭიროება, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა, თვალნათელი იყო წინა დღეებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. ეს საკმაოდ ხმაურიანი პროცესი იყო და ფაქტობრივად, ერთი შეხვედრის შედეგად დალაგდა და გადაწყდა პრობლემა პრემიერ მინისტრის მიერ. ეს ალბათ ნათელი მაგალითია იმის, რომ თავად მინისტრების მუშაობა რამდენად ეფექტიანი უნდა იყოს ისე, რომ პრემიერ-მინისტრთან არ მივიდეს პრობლემა", - აღნიშნა წილოსანმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურას, ვიცე-სპიკერის თქმით, გადაწყვეტილებას პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შედეგად მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს თანამდებობა დატოვა. დღევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით იყო პრობლემები მართვისა და კომუნიკაციის კუთხით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×