რეზონანსი
12.04.2024

ირაკლი კობახიძემ ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები კანცლერ შოლცთან შეხვედრაზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და დაუშვებელია NGO-ებმა დონორების მიერ გაცემული გრანტები ექსტრემისტული მიზნებისთვის ხარჯონ! სამარცხვინოა, რომ ე.წ. ობიექტური (ქართველი) თარჯიმანი სიტყვას - უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონს - აყალბებს და იყენებს სიტყვას - აგენტი, რაც შოლცს არ უხსენებია.

შოლცს ამ პროექტისთვის არც რუსული უწოდებია! ჟურნალისტის შეკითხვაზე კი კანცლერი შოლცი პასუხობს, რომ ევროკავშირშიც მიმდინარეობს დისკუსია მსგავს საკითხზე (მიუხედავად იმისა, როგორი ფორმით მიიღებენ), რაზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ! ევროპულია საკითხებზე მსჯელობა და არა შინაარსში შეუსვლელად რუსულის იარლიყის მიწებება, რისკენაც რეალურად შოლცმა მოგვიწოდა", - წერს ოხანაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ოლაფ შოლცმა გამჭვირვალობის კანონი კრიტიკულად შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×