რეზონანსი
20.04.2024

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ქართული კანონი, რომელიც არის ევროპული სტილის, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„რაც არ უნდა განცხადებები გაკეთდეს, ვინც არ უნდა გვითხრას მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს კანონი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - რომ მივაღწიოთ გამჭვირვალობას, იმისთვის, რომ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ოკუპირებულ ქვეყანას აქვს ყველანაირი უფლება იმისთვის, რომ მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.

„ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიების საშუალებით, როდესაც ახალგაზრდების სახელით გადაწყვეტენ საუბარს, მათ უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიმართლე, ვინ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტერესებს.

შარშან გვქონდა პირობა, რომ მას შემდეგ, რაც კანონპროექტს უკან გავიწვევდით, გაუმჭვირვალე ფინანსები გამჭვირვალე გახდებოდა. თუმცა, ეს ფინანსები კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და მისი რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება და აუცილებელიცაა, რომ მსგავს კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს და ეს კანონი მიიღოს", - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×