რეზონანსი
21.04.2024

ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტის" წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ და პროტესტის მონაწილეების ტრანსპარანტებს აქვეყნებს.

ქადაგიძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მათი სუბკულტურის ნაწილად აქციონ ეს შეკრება. მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ბოლოს ამ მარაზმში გადაიზრდებოდა.

"ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა…

ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ორგანული ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც.

ასე უფრო ავთენტურია და კონსტიტუციური უფლებაც გაქვთ, თქვენი სუბკულტურის ნაწილად აქციოთ ეს მანიფესტაცია და შეკრება…

ბოლოს რომ ამ მარაზმში გადაიზრდებოდა ეჭვიც არ შემპარვია!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×