რეზონანსი
21.04.2024

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც ამ პროცესებს მართავს, ახალგაზრდების ხარჯზე სურს თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა.

„საქართველოში დღეს აქცია ჩვეულებრივი მოვლენაა, აღარ ირბევა, აქციის მონაწილეებს აღარ ასისხლიანებენ, აღარ კლავენ, მათ ოჯახებს აღარ დასდევენ და ა.შ. აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში. ახალგაზრდა ემოციურია თავის ქმედებაში, მაგრამ ვინც ახალგაზრდებს ამოფარებულია, ამ პროცესს მართავს და ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა, იმ ადამიანებს რა თქმა უნდა არავითარი სურვილი არ გააჩნიათ არათუ ამ კანონთან, ნებისმიერ კანონთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ევროკავშირს გაიძახიან და ორი დღის წინ, პარლამენტმა მიიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, „ნაციონალურმა მოძრაობამ" კი კენჭისყრაშიც არ მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირი და ევროპა მათთვის არის ის ერთგვარი საბაბი, რითაც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×