რეზონანსი
24.05.2024

ვისაც არ სურს, ოლიგარქის კეთილდღეობის გამო გაწიროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის, საკუთარი შვილების მომავალი და პერსპექტივა, უარი უნდა თქვას უკანონო დავალებების შესრულებაზე და გადარჩეს. ისინი უნდა გადაურჩნენ არა მხოლოდ სანქციებს, არამედ სირცხვილს, რომელსაც საკუთარ ოჯახებსაც მოუტანენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, აშშ-ი ინიცირებული დოკუმენტი უკან დახევის საშუალებასაც იძლევა და ამიტომ უმრავლესობის წევრებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გადარჩნენ.

„ამერიკის მოქმედება, რიტორიკა და ინიცირებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ:

საგარეო წნეხი განაპირობა ხალხის პროტესტმა. რომ არა ჩვენი მოქმედება, თითოეული აქცია, უკომპრომისო ბრძოლა, ეს შედეგი არ დადგებოდა. ამაზე არის პირდაპირი მითითება დოკუმენტში;

ვერავინ გაექცევა სანქციას - ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, სამართალდამცავები, ზონდერები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები. არავის მოქმედება არ რჩება შეუმჩნეველი:

სანქციების მიზანია არა ვინმეს დასჯა ან შურისძიება, არამედ დემოკრატიის ძირის გამოთხრის შეჩერება.

ყველა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ დოკუმენტი უკან დახევის საშუალებასაც იძლევა - ჩადებულია გადახედვის მექანიზმი. ვისაც არ სურს, ოლიგარქის კეთილდღეობის გამო გაწიროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ოჯახის, საკუთარი შვილების მომავალი და პერსპექტივა, უარი უნდა თქვას უკანონო დავალებების შესრულებაზე და გადარჩეს. ისინი უნდა გადაურჩნენ არა მხოლოდ სანქციებს, არამედ სირცხვილს, რომელსაც საკუთარ ოჯახებსაც მოუტანენ. გვიანი არავისთვისაა, ყველას შეუძლია უკან დაიხიოს და გადარჩეს", - წერს ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×