რეზონანსი
26.05.2024

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე, თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას.

მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა.

„როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზე პოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. არ ვიცი, შეიძლება, გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხვდები, მან ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა თავის გამოსვლაში. აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები და ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ისაუბრა ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე თუმცა გამორჩა მთავარი, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×