რეზონანსი
26.05.2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

„გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ამავე ცნობებით, დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×