
სომხეთის ჩრდილოეთში უხვის ნალექის გამო სოფლები და ქალაქები დაიტბორა. News.am-ის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, გაანადგურა გზები და ხიდები, ხოლო რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან კონტაქტი გაწყდა.
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, უხვი ნალექის გამო, დატობორილია სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზაც, რის შედეგადაც აღნიშნული გზა ორივე მიმართულებით დაიკეტა. ამასთანავე, სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, რომ საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზები გამოიყენონ.
გარდა ამისა, კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ", რკინიგზის ლიანდაგზე მეწყერის გამო, ერევანი-თბილისი-ერევნის რეისები გააუქმა.