რეზონანსი
26.05.2024

მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერგო პატივი და ამ დღეს აღვნიშნავთ ქალაქ გორში, ქალაქში, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ოკუპაციის მძიმე ტვირთის ფასი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გორში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძე გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ერთიანი საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

„თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერგო პატივი და ამ დღეს აღვნიშნავთ ქალაქ გორში, ქალაქში, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ოკუპაციის მძიმე ტვირთის ფასი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი წარმოდგენილია გორის ცენტრალურ მოედანზე. გამოფენილია, როგორც აღჭურვილობა და ტექნიკა ასევე სხვადასხვა დანაყოფს წარმოდგენილი აქვს თავისი საქმიანობის მიხედვით კონკრეტული სტენდები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, რომ გაეცნონ მათი საქმიანობის სპეციფიკას.განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება ნახონ სრულიად ახალი ვერტმფრენი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საზეიმო ვითარებაში აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×