რეზონანსი
26.05.2024

რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა ცალკეულ მოსამართლეებზე, თუმცა ამით ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი.

„რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე მოსამართლეზე, მათ შორის სამ მოქმედ მოსამართლეზე და შედეგად მიიღეს ერთადერთი - საკუთარი რეპუტაციის შელახვა. ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ქმედითობა და სამაგიეროდ, თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი, როდესაც დადასტურდა, მათ შორის მათივე განცხადებებით, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირეს მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ასეთივე კონტრპროდუქტიული იქნება სანქციებით მუქარა, რომელიც დაკავშირებულია უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირებთან", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×