რეზონანსი
26.05.2024

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით არ ვაჭრობს.

„ეს არის შანტაჟი სანქციებით, საქართველოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა. საქართველო და მისი პარლამენტი არის უფლებამოსილი მიიღოს კანონები და რა თქმა უნდა, როდესაც კანონშემოქმედებით პროცესში ერევა უცხო ქვეყანა და ერევა ასეთი შანტაჟით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორზე, რომლისთვისაც საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით და ჩვენი ხალხის ინტერესებით არ ვვაჭრობთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×