რეზონანსი
27.05.2024

ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იმის გასარკვევად, თუ რამდენად არაბუნებრივი, არაგულწრფელი და უპერსპექტივოა ეს გაერთიანება, ფრონტი, როგორც თვითონ თქვეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს სათავეში. უნდა გავიხსენოთ ფაქტები უახლოესი წარსულიდან, სადაც ეს ოპოზიცია სწორედ მას რუსეთის აგენტს, გაყალბებული არჩევნებით მოსულს, უკანონო პრეზიდენტს ეძახდა და დღეს სწორედ იგივე ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ყოველგვარი თავმოყვარეობა, დღეს მას აცხადებს რაღაც ფრონტის ხელმძღვანელად. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრა და მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. თუ ამის არ სჯერათ, მაშინ სცადონ არჩევნებში ბედი და დაინახავენ, რა არის რეალურად მათი მხარდაჭერა. საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ლიდერი და თავისი პროგრამა წარუდგინოს ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×