რეზონანსი
27.05.2024

"არგუმენტების მოსმენა არ სურდათ," - ასეთი შთაბეჭდილება დარჩა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენილი განცხადებების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

გიორგი მსხილაძემ კომიტეტის შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსული კანონი თავიდან ბოლომდე გასაუქმებელია.

რაც შეეხება აშშ-ის სანქციებს, გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ აქ უმთავრესია ქვეყნის მომავალი და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვის შეეხება პერსონალური სანქციები.

არგუმენტების მოსმენა არ სურდათ და არ იყო საკმარისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის და უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ-შინაარსობრივი შესვლა კანონზე, კანონი მთლიანად პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი, სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მეთერთმეტე მუხლი, რომ კანონმა იმუშაოს მხოლოდ ერთი დღე. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება არ არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი.

დეპუტატების პერსონალურად დაყვანა, რომ ჩვენი სანქცირება გაგიხარდებათ/არ გაგიხარდებათ, ამაზე არ არის საუბარი, აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის რაში აინტერესებს, ვის რა სანქციებს დაადებენ და ვის რა თანხას, ქონებას ჩამოართმევენ,“ - ამბობს გიორგი მსხილაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×