რეზონანსი
30.05.2024

მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მზიანი და უნალექო ამინდი 31 მაისის დღის ბოლომდე შენარჩუნდება და პირველი ივნისს ისევ წვიმა და ქარი იქნება.

31 მაისის ჩათვლით, მთელს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. არამდგრადობა და სინოტივე შუადღისა და საღამოს საათებში ცალკეულ რაიონებში წვიმას და ელჭექს გამოიწვევს.

დასავლეთ საქართველოში, 31 მაისამდე 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 31 მაისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოშიც ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება.

1-ლი ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი წვიმა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×