რეზონანსი
30.05.2024

მოქალაქე, რომელმაც "ხალხის ძალის" დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს აგინა, ლექსო სამხარაძეა. მისი თქმით, ბილწსიტყვაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მანქანიდან დედა შეაგინეს.

"მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს ვავრცელებდი, ისეთს როგორიც ვიდეოს დასაწყისშია. ჩემი გინება მოყვა, იმათი მხრიდან დედის შეგინებას, მანქანიდან.

საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს ფბ და მესენჯერს აკონტროლებდეს სუს-ი. თუნდაც ამ ვიდეოს ჩაწერამდე ვესაუბრე, მესენჯერის საშვალებით, ჩემ მეგობარს რომ მისვლას ვაპირებდი მაღაზიაში და ფორთოხლის ფულის გადახდას. რაც საკმაოდ კომიკური გამოვიდოდა, რასაც კოლაბორანტის მისვლა და ფორთოხლის საფასურის გადახდა მოყვა,  ჩემი აზრით, ასეთ ეროვნულ ტალანტს, თავში არც კი დაებადებოდა აზრი, ბოდიში მოეხადა და ფორთოხლის ღირებულება გადაეხადა.

არ უნდა შეგვეშინდეს ციხის, გალახვის, სამსახურის დაკარგვის და სხვა რეპრესიების.

რუსეთის იმპერიასთან და მაგათ აგენტურასთან ბრძოლა, არასოდეს ყოფილა მარტივი.

ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ" - წერს ლექსო სამხარაძე.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×