რეზონანსი
30.05.2024

ის პროცესი გრძელდება, რაც იყო, არაფერი განსაკუთრებული. ეს არის რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ, უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღესაც იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბევრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით ახერხებენ იმას, რომ ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა. ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×