რეზონანსი
30.05.2024

„თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია.

„არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები და შეურაცხყოფები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როდესაც ნომრები იქნა გაჟღერებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მერი პასუხობს: „მე თავად ვუკეთებ იდენტიფიცირებას ყველაფერს, ვაგროვებ და ვინახავ, რათა ისტორიას დარჩეს. არ ინერვიულოთ, საკუთარ თავს და ოჯახს თვითონ მივხედავ როგორმე".

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებმა მსგავსი ფაქტების შემთხვევაში შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, რასაც რეაგირება აუცილებლად მოყვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×