რეზონანსი
17.06.2024

მასწავლებლების 70%-ს 500-დან 800-ლარამდე ხელფასი ეზრდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასების არ მოემატება.

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე.

საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასების არ მოემატება. იმ დარჩენილ 30%-ში დაახლოებით 25% ეზრდება 300-იდან 400-ლარამდე, ხოლო ის 5%, ვინც რჩება, მათაც კი მინიმუმ 200 ლარით გაეზრდებათ ხელფასი.

სტატუსების მიუხედავად, მსგავსი მასშტაბის მატებას ვიღებთ სისტემაში, სადაც პრაქტიკულად ყველას ეზრდება ხელფასი - 70%-ს ძალიან დიდი რაოდენობით, 500-დან 800-ლარამდე, 30%-ს 300-დან 400 ლარამდე, ხოლო 5%-ს მინიმუმ 200 ლარამდე", - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×