რეზონანსი
12.07.2024

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

„უბრალოდ მას უნდა, რომ რაღაც ცარიელ ადგილზე შექმნას პრობლემები და ქმნის, ისევე როგორც ქმნის ზოგიერთი ვეტოს დადების შემთხვევაში.

როგორც ჩანს, ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, რომ კანონპროექტს ხელს არ აწერს", - აღნიშნა დავითულიანმა.

სალომე ზურაბიშვილს საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დანიშვნის წესი არ მოსწონს, თუმცა კანონპროექტს არც ვეტოს ადებს. დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×