რეზონანსი
15.07.2024

პრეზიდენტის შემდეგ ,,გამჭვირვალობის" კანონის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველიც მოსთხოვს. ლევან იოსელიანმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ სასამართლოს ან მეგობრის სტატუსით მიმართავს ან საჩივრით.

ამ და სხვა მრავალ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუთავსებლობასთან დაკავშირებით ვამზადებთ ჩვენს მოსაზრებებს და ამას წარვუდგენთ სასამართლოს. სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილოებას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში თუ სხვა ფორმით. ასე რომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებული, კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა, - ამბობს ლევან იოსელიანი. 

აღსანიშნავია, რომ არნიშნულ საკითხზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პრეზიდენტი მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს, შეცერდეს რუსული კანონი, რადგან ის ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×