რეზონანსი
17.07.2024

ახალი ერთობა ოპოზიციაში - გადამწყვეტი არჩევნების წინ ქვეყანაში კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება - "ტვ პირველის" ინფორმაციით, გადამწყვეტ არჩვენებში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას პარტია "ლელო", ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდებიან. 

ამის პარალელურად, ცნობილია, რომ ჯაფარიძე-ხაზარაძის გუნდი ახალი პოლიტიკური ცენტრის დაფუძნების შესახებ განცხადებას დღეს, 21:00 საათზე გააკეთებს, სადაც ლიდერები ახალ ერთობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან. 

პარტია "ლელო საქართველოსთვის“ საგარეო ურთიერთობის მდივანი ამ ეტაპზე არ საუბრობს, ვის ვიხილავთ ახალ გაერთიანებაში. 

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ "ლელო" პირობას ასრულებს და ისეთი ტიპის პოლიტიკურ ერთობას ქმნის, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების დამარცხებას და  ქვეყნის სწორად განვითარებას.

,,დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ, ძალიან საინტერესო ალტერნატიულ პლატფორმას, ძლიერი საქართველოსთვის, ძლიერი განვითარების კურსისთვის  და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის. ეს იქნება ძალიან საინტერსო პლათფორმა, რომელიც, როგორც დავპირდით საზოგადოებას არის ორიენტირებული იმაზე, რომ დასრულდეს ორ პოლუსიანობა  და მეორე, ამ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდეს წარსულის პოლიტიკური ლოგიკები. ჩვენ ვასრულებთ, ჩვენს სიტყვას და ვქმნით ისეთი ტიპის პოლიტიკურ ერთობას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში რუსეთის მომსახურე ხელისუფლების დასრულებას და ამ ხელისუფლების დასრულების შემდეგ, ქვეყნის სწორად განვითარებას.

დიდი იმედი გავქვს, ჩვენ შევქმნით, ისეთ პოლიტიკურ გამოსავალს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ნათელი, კომფორტული, კომპეტენტური არჩევანი. - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×