რეზონანსი
21.07.2024

პირველად 3 წლის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის ბირთვული არსენალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

მონაცემები 2023 წლის სექტემბრისთვის არსებულ ვითარებას ასახავს. როგორც შეერთებულ შტატებს ენერგეტიკის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანას 3748 ბირთვული ქობინი ჰქონდა - 35-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს.

მონაცემების მიხედვით, აშშ-ს ამჟამად 88%-ით ნაკლები ბირთვული ქობინი აქვს, ვიდრე 1967 წელს, როცა ისტორიაში ყველაზე მეტი - 31 ათასზე მეტი ქობინი ჰქონდა. 1989 წლისთვის შეერთებულ შტატებს 22 ათასზე მეტი ქობინი ჰქონდა.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ მხარეს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინი არ უნდა აღემატებოდეს 1550-ს.

რუსეთმა 2023 წელს, ოფიციალურად შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში, ამავდროულად, უარი თქვა ბირთვული არსენალის ზომისა და განლაგებული ქობინების რაოდენობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×