
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, თუ სახელმწიფოს მეთაურად ხელახლა აირჩევენ, შესაძლოა უკრაინაში ომს წერტილი დაუსვას; კონფლიქტი დასრულდება 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებში, ნათქვამია ბრიტანეთის ექსპრემიერ ბორის ჯონსონის სტატიაში, რომელის „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა,
ჯონსონის აზრით, ტრამპი გააუქმებს კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების გამოყენების აკრძალვას და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსულ არმიას უკან დაახევინებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გარიგებას შესთავაზებენ.
„ტრამპს შეეძლო უბრალოდ გაეკეთებინა ის, რაც მისთვის ბუნებრივია - დაასრულოს ბიუროკრატი და შეფერხებები გადაწყვეტილების მიღებისას. მისცემს რა უკრაინელებს საჭირო ნებართვებს, დაეხმარება რუსების განდევნაში და შემდეგ პუტინს გარიგებას შესთავაზებს “, - წერს ჯონსონი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება აღიარებს უკრაინის დარჩენილ ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში „რაც შეიძლება მალე“ უნდა იქნას მიღებული.