რეზონანსი
24.07.2024

ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა იღებს.

"თუ გადახედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ გადავდგით - ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ საქართველოს მთავრობას მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განვსჯიდით, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია იმ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი იღებენ.

ასე რომ, თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა დააანონსა ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა. ნახეთ, რომ მან პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები შემოიღო საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან [ურთიერთობების]გადახედვა გრძელდება.

ჩვენ ყოველთვის იმედიანად ვართ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული ზომებისკენ გზაზე უკუსვლას ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უკუსვლას იწყებს, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ასეთი ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის ცვლილება. თუმცა, მაშინ როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ცვლილებას განახორციელებენ, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ ძალიან რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ შეიძლება არ განახორციელონ [ცვლილება] და ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა მილერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×