რეზონანსი
03.08.2024

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა, მაგრამ ერთი ნაბიჯი დამაკლდა, რომ ისტორიული მედალი მომეპოვებინა, - ამის შესახებ ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ეთერ ლიპარტელიანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა არ დავნებდები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ეს გულისტკენა არ ვნახოთ და ჩემპიონები გავხდეთ. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და ქომაგობისთვის. ჩვენთვის დიდი მოტივაციაა ეს ყველაფერი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას", - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×