რეზონანსი
04.08.2024

ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ შე­საძ­ლოა ქო­ლე­რას ეპი­დე­მია ისევ გან­მე­ორ­დეს, რაც თა­ვის მხრივ, გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მკვლე­ვა­რებ­მა, მათ შო­რის ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს პირ­და­პი­რი კავ­ში­რი "ელ ნი­ნი­ოს" კლი­მა­ტურ მოვ­ლე­ნებ­სა და და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უნარს შო­რის.

"კლი­მა­ტის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა შექ­მნას სა­ფუძ­ვე­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის რო­გო­რი­ცაა ქო­ლე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქო­ლე­რა ბრი­ტა­ნეთ­ში 1893 წლი­დან აღ­მო­ი­ფხვრა, ბარ­სე­ლო­ნას გლო­ბა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ კლი­მა­ტურ­მა "ანო­მა­ლი­ებ­მა" შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად დიდი აფეთ­ქე­ბე­ბი", - წერს გამოცემა "მირორი".

კვლე­ვე­ბი მო­ი­ცავ­და ის­ტო­რი­უ­ლი ამინ­დის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს მე-20 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქო­ლე­რის ინ­ცი­დენ­ტე­ბის­დროს, რო­დე­საც აღ­მო­აჩ­ნეს ძლი­ე­რი კავ­ში­რი "ელ ნინო"-ს მოვ­ლე­ნებ­სა და და­ა­ვა­დე­ბის გაზ­რდილ მაჩ­ვე­ნე­ბელს შო­რის.

მსოფ­ლიო ბოლო 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქო­ლე­რის ათზე მეტი ძი­რი­თა­დი პან­დე­მი­ის მომსწრე გახ­და. ჟურ­ნალ Neglected Tropical Diseases -ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნე­ბი ადას­ტუ­რებს თე­ო­რი­ას, რომ გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე, ზღვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ რის­კებ­თან.

კავ­ში­რის გა­სამ­ყა­რებ­ლად, მკვლე­ვა­რებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს ქო­ლე­რის მე­ექ­ვსე პან­დე­მი­ის ნი­მუ­შე­ბი (1899-დან 1923 წლე­ბი) და შე­ა­და­რეს ინ­ფექ­ცი­ის 1961 წლის ნი­მუ­შე­ბის ანა­ლიზს. კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ორი­ვე ეპი­დე­მი­ის დროს მა­შინ მომ­ხდარ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რს ზრდას უკავ­შირ­დე­ბა.

გარდა ამისა, შე­საძ­ლოა, არ­სე­ბობ­დეს კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი საფრ­თხე: ქო­ლე­რის ახა­ლი შტა­მე­ბის გა­ჩე­ნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×