რეზონანსი
09.08.2024

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტი დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინსა და უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

„კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად. ამ დროისთვის ცნობილია 4 გარდაცვლილის შესახებ. სულ მცირე 24 ადამიანი დაშავდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×