რეზონანსი
09.08.2024

ხაშურში, ლესელიძის ქუჩა N6/8-ში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ხაშურის ოფისის გახსნის დროს განაცხადა, ოქტომბრის არჩევნებში სახელმწიფოს წაგების უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, ქვეყანა არის სწორ რელსებზე დასაყნებელი, რადგან სახელმწიფოებრივი საფუძვლები გამოცლილია.

„ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, რადგან ვიყოთ ბედნიერები. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ და ბედნიერ სახწლმწიფოში, სადაც ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდება განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ამ არჩევნებზე ყველანი უნდა მივიდეთ: ხაშურელი, თბილისელი, გორელი, ყველა კუთხიდან უნდა გამოვიდეთ და საარჩევნო უბანზე მივიდეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სამართლიანობოს განცდა. გვჯერა გამარჯვების, არასდროს ასეთი შანსი არ გვქონდა. მე მჯერა, რომ ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ალტერნატივად იქნება დანახული. მჯერა, რომ ამ ისტორიულ არჩევნებზე ბევრი შემოხაზავს 4-ნომერს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×